21 სექტემბერი 2019,   11:53
ვრცლად
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა - ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა

სასამართლო რეფორმის ე.წ. მე-4 ტალღა - კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის დაკომპლექტებას უზრუნველყოფს, კონსესუსით მომზადდა.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი„ოპოზიციის წარმომადგენლები პატივს არ სცემენ არც ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. იმას, რომ კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც სამწუხაროა, როდესაც თვითონ მსჯელობის დროს არ გაუპროტესტებიათ რაიმე საკითხი ისე, რომ ჩვენი მხრიდან პასუხი არ ჰქონოდათ. ყველა საკითხზე პასუხი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიცია, გარკვეული ჯგუფები, ამ პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს, რაც სამწუხარო ფაქტია,”-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ რეფორმის ეს ნაწილიც ე.წ. კლანის ინტერესებზეა მორგებული.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„უმრავლესობა შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს ის შემადგენლობა, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

კანონპროექტის ინიცირება მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე მოხდება, შემდეგ კი მას კომიტეტებში დეტალურად განიხილავენ.

დღის ამბები