22 ივლისი 2019,   16:47
ვრცლად
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლების დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლების დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი პოლიგონზე გეგმიურ წვრთნას გადიოდა. დღეს გამთენიისას მას სამხედრო ნაწილში გულის შეტევა დაემართა.

ის ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში შეყვანის დროს მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

30 წლის ჯარისკაცი მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები