17 ივნისი 2019,   03:44
ვრცლად
პროპორციული საარჩევნო სისტემა - ოპოზიციასთან ერთად 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას არასამთავრობო სექტორიც ითხოვს

საარჩევნო სისტემის რეფორმა - სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ოპოზიციის მსგავსად, სამოქალაქო სექტორშიც თვლიან, რომ 2020 წლისთვის სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო პროცესის მისაღებად, ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება იქნება, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მოესწრება. 

სულხან სალაძე-ის სურათის შედეგი„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემის შესაბამისად სრულად. მეორე - განხილვის საკითხი ასევე უნდა იყოს პარტიების დაფინანსების წესი და მესამე, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ეს სამი საკვანძო  საკითხია, რომელმაც ვფიქრობთ, უნდა განაპირობოს სამართლიანი საარჩევნო გარემო.

"რა თქმა უნდა არის ტექნიკური ტიპის საკითხები, რომელიც ყველა არჩევნების დროს იჩენს თავს, ჩვენ ამ თემაზეც მზად ვართ ვიყოთ კომუნიკაციაში და მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, რასაც პარლამენტი შემოგვთავაზებს, თუმცა თუ ვსაუბრობთ სამართლიან საარჩევნო გარემოზე, ვფიქრობთ, პირველი საკითხი არის საარჩევნო სისტემა, რაც გულისხმობს, მაქსიმალურად მოკლე დროში 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად პროპორციული წესით,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც ესწრება. როგორც ჟვანია განმარტავს, ის შეხვედრაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს. ჟვანიას განმარტებით, ცესკო მზად არის, მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო რეფომაში და პოლიტიკოსებს საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინოს.

თამარ ჟვანია-ის სურათის შედეგი„ჩვენ გვაქვს საფიქრალი იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე ანგარიშში აისახა, მათ შორის ეუთო-ოდირის ანგარიშებში. მაქვს მოლოდინი, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსესუსით იქნება ბევრი საკითხები განხილული. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაციას, თავის მხრივ, ცხადია, ექნება გარკვეულწილად ექსპერტის როლი, იმ კონკრეტული ცვლილებების ჭრილში, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკულად ის საკითხები და როგორ განხორციელდება. ჩვენ ჩვენის მხრივ, პროცედურულ-ტექნიკურ საკითხებზე გვექნება ცხადია რეკომენდაციები,“-აცხადებს თამარ ჟვანია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები