21 სექტემბერი 2019,   11:59
ვრცლად
300 ათასზე მეტი ხელმოწერა - ოპოზიციამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტს მიმართა

ოპოზიციამ პარლამენტს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. 20 ოპოზიციური პარტია, რომელიც ერთი კონკრეტული მოთხოვნით გაერთიანდა, საკანონმდებლო ორგანოში ხელმოწერებით მივიდა. ოპოზიციამ უკვე შეაგროვა 300 ათასზე მეტი ხელმოწერა, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

ოპონენტების თქმით, ისინი აპირებენ, რომ ყველა კანონიერი გზა გამოიყენონ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილების გადაწყვეტილებამდე მიიყვანონ.

ბაჩუკი ქარდავა-ის სურათის შედეგი„ამ წუთიდან ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, დაიწყო ათლა, როდესაც საპროცედურო კომიტეტმა უკვე უნდა დანიშნოს საჯარო განხილვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დანიშნოს საკომიტეტო მოსმენები. მთელი ეს პერიოდი ხელისუფლებას აქვს დრო, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს არჩევნები,“ - განაცხადა „საქართველოს“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

დაკავშირებული სურათი„2020 წელს უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, თუ ჩვენ გვსურს, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სტრატეგიული ევროატლანტიკური არჩევანი. ეს არის ჩვენი პარტნიორების მოლოდინი, ამისთვის ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება რაც უნდა განხორციელდეს, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და სრულად გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მილიონამდე ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

დაკავშირებული სურათი„ხელისუფლება კიდევ ერთხელ მიდის ხალხის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ნების წინააღმდეგ. მას უნდა, რომ ხელოვნურად შეინარჩუნოს ის სისტემა, რომელიც მათი აზრით, გაუადვილებს ხელისუფლებაში დარჩენას. ეს მაინც არ უშველის და 2020 წელს ასე თუ ისე ხელისუფლება მაინც შეიცვლება, უბრალოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოგვცემს საშუალებას, რომ ეს გაკეთდეს უფრო დემოკრატიულად, უფრო მშვიდობიანად და ხელისუფლებაში მოვიდეს არა ერთი რომელიმე ძალა, არამედ კოალიციური მთავრობა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

ოპოზიციის წევრებმა მაიკ პომპეოს ხისტი გზავნილებიც გაიხსნეს, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მთავრობას სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა.

ალექსანდრე ბარამიძე-ის სურათის შედეგი„შერეული სისტემა არის არასამართლიანი და ადეკვატურად არ ასახავს ძალთა განაწილებას ელექტორატში. 2 დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ძალზე მკაცრი რამდენიმე მესიჯი გამოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ.

პარლამენტმა ახლა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაადგინოს. შემდეგ კი სხდომაზე საგანგებო კომისია შეიქმნება, რომელიც ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგება და სავარაუდოდ, ამის შემდეგ ცვლილებებისთვის განხილვები უნდა დაიწყოს.

ხათუნა სამნიძე-ის სურათის შედეგი„როდესაც ერთ მხარეს არის მთელი საზოგადოება, მთელი პოლიტიკური პარტიები და მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი თავისი „ქართული ოცნებით,“ ეს ცხადად აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლების შენარჩუნება და მიტაცება,“ - განაცხადა „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების ბერკეტი აქვს.

მამუკა კაციტაძე-ის სურათის შედეგი„20-ვე პარტია ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო გაათკეცდება და ხელისუფლება დადგება იძულების წინაშე, რომ გაიზიაროს მან პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ნება, 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.

დღის ამბები