20 ივნისი 2019,   14:19
ვრცლად
ოპოზიციის სურვილი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ბევრ საკითხზე მოხდეს კონსესუსი და არა ულტიმატუმების ენით საუბარი - ოხანაშვილი

მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესაძლებელია, გარკვეულ პირებს ჰქონდეთ სურვილი, მოახდინონ დასაწყისშივე მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია - ასე უპასუხა პარლაემნტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციას, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარებას მოითხოვს.

ანრი ოხანაშვილმა ოპონენტები პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ექმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრება. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოპოზიციის ხელმოწერებს, რომლებიც მათ საკანონმდებლო ორგანოში შეიტანეს, პარლამენტი განიხილავს.

„ნებისმიერი დაინტერესებული მარის, მათ შორის ოპოზიციის ინტერესი და სურვილი უნდა  იყოს, რომ რაც შეიძლება ბევრ საკითხზე მოხდეს კონსესუსი და არა პირდაპირ ულტიმატუმების ენით საუბარი. შეხვედრის პირველივე დღეს, ჯერ მაშინაც კი, როდესაც არ იციან კონკრეტულად დღის წესრიგი, როგორი თანმიმდევრობით უნდა ვიმსჯელოთ, შესაბამისად, ეს მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესაძლებელია, წინმსწრებად გარკვეულ პირებს ჰქონდეთ სურვილი, მოახდინონ დასაწყისშივე მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია. მიუხედავად იმისა, ჩვენ რა საკითხებზე ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ფიქრობდნენ, გამოეთიშონ პროცესს და ამით პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები