21 სექტემბერი 2019,   11:59
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" პარლამეტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

"ლეიბორისტული პარტია" პარლამეტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. პარტიის ლიდერის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შექმნით ხელისუფლება მხოლოდ დროს წელავს და ოპოზიციას სათავისოდ იყენებს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებში ისევ გაყალბებით გაიმარჯვებს, თუკი არ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და მუდმივმოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისია. 

„მათ სურთ შექმნან მოჩვენებითი კეთილდღეობის ატმოსფერო განხილვების, მსჯელობების და სხვა, რისთვისაც  პარლამენტის თავმჯდომარე დაჟინებით გვიწვევს ე.წ. სამუშაო ჯგუფში. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ღიად განაცხადებს, რომ აუქმებს დანაშაულებრივ მაჟორიტარულ სისტემას აუქმებს მუდმივ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ქმნის დროებითს და არჩევნებს აცხადებს სავალდებულო მოვლენად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები