20 ნოემბერი 2019,   18:02
ვრცლად
მოლდოვის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ხატია დეკანოიძეს თანამშრომლობას სთავაზობს

მოლდოვის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ხატია დეკანოიძეს თანამშრომლობას სთავაზობს. შეთავაზება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მოლდოვური ტელეარხის პირდაპირ ეთერში მიიღო.

ხატია დეკანოიძე გადაცემაში ჩაერთო, რომელშიც მოლდოვის ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა. მას შეკითხვები ძირითადად საქართველოსა და უკრაინის გამოცდილებაზე, პოლიციის რეფორმასა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ დაუსვეს.

„ძალიან გვინდა, რომ მოლდოვას ყველაფერი გამოუვიდეს, რადგან ოლიგარქიისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვისაც. ჩემი აზრით, რაც მოლდოვაში მოხდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ცვლილება ქვეყნისთვის. ასე რომ გილოცავთ. პოლიტიკური ნებაა საჭირო იმისთვის, რომ სამართალდამცველი სტრუქტურების რეფორმა შედგეს. რას ნიშნავს ეს, რომ უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მიმართ, ასევე მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პოლიციელი, პროკურორი და მოსამართლე აცნობიერებდეს, რომ ისინი ხალხს ემსახურებიან და არა პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები