13 ნოემბერი 2019,   13:17
ვრცლად
იყო უამრავი მოწოდება ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, რაც სამართალდამცავების მხრიდან უპასუხო იყო - ომბუდსმენის მოადგილე

„სამწუხაროდ, ამ კონტრაქციაზე ყველაზე ცუდი რაც იყო, იყო ძალადობრივი ქმედებები და ძალადობრივი ხასიათის განცხადებები,“ - ეს განცხადება ომბუდსმენის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობრივი მოწოდებების მიუხედავად, სამართალდამცველებს სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.

„პოლიციას ორი მოვალეობა ჰქონდა გუშინ, ერთი იყო, რომ შეესრულებინა გარკვეული გამყოფი ხაზის ფუნქცია ორ აქციას შორის, რაც მათ პირნათლად შეასრულეს და პოლიციელები მართლა ნამდვილად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მეორე ფუნქცია, რომელიც მათ ეკისრებოდათ, იყო სამართალდამრღვევ პირთა პასუხისგებაში მიცემა, ეს ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ განხორციელებულა ადგილზე, იყო უამრავი მოწოდება ძალადობრივი, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უპასუხო იყო ძალიან უმეტეს და ხშირ შემთხვევაში. ვიცით, რომ რამდენიმე პირი დააკავეს, მაგრამ მე რასაც ვუყურებდი, პოლიციელების გვერდით იდგნენ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, ჰქონდათ მოწოდებები ძალადობრივი, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და ამ კუთხით არავის პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი ბურჯანაძე ლევან ვასაძის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ ლგბტ თემის მსვლელობას არ დაუშვებს და საზოგადოებას სამოქმედო გეგმის გასაცნობად ხვალ ვერის ბაღში ეპატიჟება.

გიორგი ბურჯანაძის შეფასებით, თუ ნებისმიერი პირის განცხადება გამოიწვევს ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხელყოფის საფრთხეს, აღნიშნული ქმედება უკვე კრიმინალურ აქტთან ასოცირდება და არა გამოხატვის თავისუფლებასთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები