16 ოქტომბერი 2019,   05:03
ვრცლად
კარგად გააცნობიეროს საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს, დათმოს დავით გარეჯი - ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია. დაახლოებით, ერთსაათიანმა შეკრებამ დაპირისპირების და ხმაურის გარეშე ჩაიარა.

ერთადერთი ინციდენტი საკრებულოს ფანჯრებში „ევროპული საქართველოს“ მიერ დროშის გამოფენას მოჰყვა. „პატრიოტები“ და მათი მხარდამჭერები დროშის დანახვამ წარწერით - „ნატო აქაურობას“ გააღიზიანა.

ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის ორგანიზებით, აქცია თავისუფლების მოედანზე დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიგეგმა. აქციის ლოზუნგი იყო - დავით გარეჯი საქართველოა. 

„აქციის მთავარი მოთხოვნა არის, კარგად გააცნობიეროს საქართველოს ხელისუფლებამაც, აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს, დათმოს დავით გარეჯი. დავით გარეჯი საქართველოა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორიაც და კულტურული მემკვიდრეობაც. კი ბატონო, იმუშაოს სადემარკაციო კომისიამ, მაგრამ ის რომ ხდება გადაადგილება ასე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების და პერიოდულად იკეტება უდაბნოს მონასტერი ჩვენთვის, ეს ჩვენთვის მიუღებელია,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მხარდამჭერები „პატრიოტთა ალიანსმა“ რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოიყვანა. ეს თავად აქციის მონაწილეებმაც დაადასტურეს. 

დღის ამბები