23 ივლისი 2019,   05:46
ვრცლად
საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დღევანდელ ხელისუფლებას უნდა, თუ არა, - მალხაზ მაჩალიკაშვილი

რე რეჟიმში გაგრძელდება ხელმოწერების შეგროვება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად - ამ თემაზე იმსჯელეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა და 18 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ყველა ის პრობლემა, რომელსაც შვილმოკლული მამა აწყდება და თითოეულმა პარტიამ მის დასახმარებლად საკუთარი პასუხისმგებლობა გადაინაწილა

"შემდეგი 3 თვე გადამწყვეტია მაჩალიკაშვილის ოჯახის ბრძოლაში და სექტემბერი, როდესაც დაიწყება ახალი სესია პარლამენტში, აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საკითხი. ძალიან ვიაქტიურებთ ამ პარტიებთან ერთად არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებში,"-აცხადებს სანდრა რულოვსი.

პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი კი ამბობს, რომ პარტიებმა მორიგეობის გეგმა დასახეს იმისათვის, რომ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მარტო არ იყოს და ისინი ამ ბრძოლაში ბოლომდე დაუდგებიან მხარში.

"რუსთაველზე უნდა იყოს ეხლა ეს ცხელი წერტილი, რა თქმა უნდა ყველა ვემხრობით ყოველთვის, მაგრამ არცერთი დღე არ უნდა დატოვო, არ უნდა მისცე საშუალება, რომ იქ პროვოკაცია მოუწყონ, ძალიან ავიწროვებენ ამ ადამიანს როგორც ჩვენ ვიცით,"-აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა და დაისახა გეგმები შემდგომი ნაბიჯების შესახებ. შვილმოკლული მამა ხაზგასმით ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია აუცილებლად შეიქმნება.

"ეს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ეს დღევანდელ ხელისუფლებას უნდა, თუ არ უნდა,"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები