23 ივლისი 2019,   05:45
ვრცლად
იტალიელები ლეგენდარულ რეჟისორს, ფრანკო ძეფირელის ემშვიდობებიან

იტალიელები ფრანკო ძეფირელის ემშვიდობებიან. ლეგენდარული რეჟისორის ცხედარი მშობლიურ ფლორენციაში გადაასვენეს. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ძეფირელისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ქალაქის მერიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა.

ფრანკო ძეფირელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 96 წლის ასაკში რომში გარდაიცვალა. რეჟისორმა სახელი 70-იან წლებში შექსპირის ნამუშევრების ეკრანიზაციით გაითქვა.

ძეფირელის ხვალ ფლორენციის კათედრალში დაკრძალავენ.

დღის ამბები