20 აგვისტო 2019,   14:55
ვრცლად
არც უარვყოფ და არც ვადასტურებ - გიორგი ვოლსკი ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო, გადაყენებაზე საუბრობს

„რა გარემოებებია ზუსტად და რის გამო ხდება ეს ცვლილება, თუკი მოხდა, რასაკვირველია, ამაზე მთავრობას ექნება დამატებითი კომენტარი,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი ვოლსკი ინფორმაციას, რომ მთავრობაში ცვლილებები იგეგმება და დავით სერგეენკოს რამდენიმე დღეში პრემიერი გადააყენებს, არც ადასტურებს და არც უარყოფს.

დეპუტატის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრემიერი იღებს და შესაბამისად, განცხადებასაც ის გააკეთებს.

„არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, თუმცა ეს პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს და ის დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში გააკეთებს შესაბამისს განცხადებას. როდესაც ასეთი საკითხი წყდება საერთოდ გუნდში ცვლილების თაობაზე, ეს არის საერთო კონსენსუსი, როდესაც ხდებიან ადამიანები, ფიქრობენ, იქ განცხადება, რასაკვირველია, დაიწერება იმიტომ, რომ ამ თემაზე სადაო პრინციპში, ეფექტური იყო თუ არა ჯანდაცვის მინისტრი, არავის არ აქვს. რა გარემოებებია ზუსტად და რის გამო ხდება ეს ცვლილება, თუკი მოხდა, რასაკვირველია, ამაზე მთავრობას ექნება დამატებითი კომენტარი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები