24 ივლისი 2019,   07:29
ვრცლად
წინასაარჩევნოდ მართული სკოლები - სამეურვეო საბჭოს არჩევნები საჯარო სკოლებში და ზეწოლა პედაგოგებსა და მშობლებზე 

თბილისის 116-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი სკოლის დირექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს. ნინო კვირკვინია ყვება, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნანა ღაჭავამ პედაგოგებისა და მშობლების ნაწილი დაიბარა და სასურველი კანდიდატების მხარდაჭერა მოსთხოვა. ამბობს, რომ მშობლების ნაწილმა არჩევნების შესახებ არაფერი იცოდა.

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პედაგოგებსა და მშობლებზე ზეწოლას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ არჩევნები სკოლაში გამჭვირვალედ ჩატარდა. 

სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ზეწოლითა და დაშინებით რომ ტარდება, ამაზე განათლების სფეროს სპეციალისტებიც საუბრობენ. ამბობენ, რომ პედაგოგებს ეშინიათ და ამ თემაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სკოლებში არჩევნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს და კანდიდატებსაც ის არჩევს. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კი ხელისუფლება სკოლებში გავლენის გაძლიერებას სასურველი კანდიდატების დაკომპლექტებას ცდილობს. 

პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებები მიუღებელია ბატიაშვილის უწყებისთვის. განათლების მინისტრის მოადგილე, რომელიც საარჩევნო პროცესს 126-ე საჯარო სკოლაში თავად აკვირდებოდა, პედაგოგებზე ზეწოლას და პროცესში ძალოვანი უწყებების ჩართულობას გამორიცხავს.

სამეურვეო საბჭოები, რომლებიც 3 წლის ვადით დღეს აირჩიეს, მალე 2000-ზე მეტი სკოლის დირექტორს დააკომპლექტებს. წინასაარჩევნოდ მართული სკოლები კი ათასობით გადამწყვეტი ხმაა.

 

დღის ამბები