24 ივლისი 2019,   07:26
ვრცლად
მიწისძვრა ჩინეთში - დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. 6,0 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგებმა ყველაზე მეტად სიჩუანის პროვინცია დააზარალა.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 126 ადამიანი, დანგრეულია ასობით შენობა. მიწისძვრამ გზები და ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.

რეგიონში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ მაშველებისა და მედიკოსების გარდა 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

დღის ამბები