20 ივლისი 2019,   08:00
ვრცლად
ზელენსკი ევროკავშირს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობის მთავარი გასაღები რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და დიპლომატიური ზეწოლაა.

ზელენსკიმ ასევე, უარით უპასუხა კრემლის მთავარ მოთხოვნას და განაცხადა, რომ კიევი სეპარატისტებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. მისი თქმით, უკრაინა მოქმედებას მინსკის შეთანხმების ფარგლებში გააგრძელებს.

პარიზის შემდეგ ვლადიმირ ზელენსკი ბერლინში გაემგზავრება.

დღის ამბები