24 ივლისი 2019,   07:26
ვრცლად
ვაშინგტონი “თბილისი პრაიდის” მარშის წინ ლგბტ თემის მიმართ გამოთქმული მუქარებით ღრმად შეშფოთებულია - სახელმწიფო დეპარტამენტი 

ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის ფაქტს, ვაშინგტონი ეხმაურება. განცხადება შეერთებული შტატების დეპარტამენტში გაკეთდა.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ბრიფინგზე საგარეო უწყების წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმადაა შეშფოთებული ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით “თბილისი პრაიდის” მარშის წინ.

სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე ნიშნით, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, აქვე, მიესალმება საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. მაიკ პომპეოს უწყებაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას ყველა მოქალაქე განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა.

ამავე თემაზე
დღის ამბები