21 ოქტომბერი 2019,   23:00
ვრცლად
"ივანიშვილმა საკუთარი ექიმი, საკუთარი სტომატოლოგით ჩაანაცვლა" - ბოკუჩავა სერგეენკოს კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობაზე საუბრობს

„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით“- აცხადებს დავით სერგეენკოს გადაყენების სავარაუდო მიზეზებზე საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

მისი თქმით, სერგეენკოს შესახებ არსებობს კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ეჭვიც, რაც გამორიცხული არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნების" სამარკო ნიშანი სწორედ კორუფცია და ნეპოტიზმია.

"ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,რომ ეს ადამიანი ქვეყანას არ უყურებს როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თავის პირად პროექტს, სადაც შეუძლია რომ საკუთარი გარემოცვა დანიშნოს და მოხსნას ისე,რომ არ გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. კონკრეტულად სერგეენკოზე არსებობს გარკვეული ეჭვები თითქოს ის კორუფციულ სქემებში იყო ჩართული, რასაც ასევე არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი გახდა სწორედ ნეპოტიზმი კორუფცია საკუთარ ჯიბეზე ზრუნვა ნაცვლად მოსახლეობაზე ზრუნვისა,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

დავთ სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ ჯანდაცვის მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის. მას პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგენს.  ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, თავის დროზე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იკავებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები