24 ივლისი 2019,   13:51
ვრცლად
ტექნიკოსსა და სტომატოლოგს არ შეუძლია ჯანდაცვის რეფორმის გატარება - არასაპარლამენტო ოპოზიცია სერგეენკოს გადაყენების მიზეზებზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დავით სერგეენკოს გადაყენება - „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ერთადერთი პოზიტიური სახის თანამდებობიდან გაშვება, მისთვის მოსალოდნელი იყო. 

უსუფაშვილის თქმით, ის ელოდა, რომ დავით სერგეენკოს პოზიტიური იმიჯით სარგებლობას „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეეცდებოდა, მაგრამ როგორც "შენების მოძრაობის" ლიდერი ამბობს, განვითარებული მოვლენები სხვა რამეზე მეტყველებს. მისი აზრით, ახლა სერგეენკოს გადაყენება არც პოლიტიკური ნაბიჯი ჰგონია და არც მინისტრის პირადი გადაწყვეტილება. უსუფაშვილი სერგეენკოს შემცვლელად კვალიფიციური კადრის დანიშვნას არ ელოდება. 

დავით უსუფაშვილი-ის სურათის შედეგი

„ველოდი, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სერგეენკოს გაარიდებდნენ სახლაფორთო საქმეებს, ანუ მინისტრობას, შეინახავდნენ მის პოზიტიური იმიჯს, რაც "ოცნებას" ასე ძალიან უჭირს და გამოიყენებდნენ მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მე მგონი, რაღაც სხვა ხდება, როგორც ვითარდება მოვლენები არ მგონია ეს იყოს პოლიტიკური გათვლა ან სერგეენკოს პირადი გადაწყვეტილება, თუმცა ვნახოთ რას გვეტყვიან თვითონ. საკადრო პოლიტიკა არ არის ივანიშვილის ძლიერი მხარე, ამიტომ მე გამიკვირდება თუკი კვალიფიციური და კომპეტენტური მინისტრი შეირჩევა და არ გამიკვირდება თუკი სხვა ნიშან-თვისებების მქონე ადამიანი დაინიშნება მინისტრად,“-აცხადებს დავით უსუფაშვილი.

”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბევრ შეცდომას შორის მთავარი შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკოსების ნაცვლად, მინისტრებად ტექნიკურ პერსონალს ნიშნავენ.

ალექსანდრე ბარამიძე-ის სურათის შედეგი

„ქართული ოცნების“ ერთი მთავარი შეცდომა ბევრს შორის, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დაუშვა არის ის რომ, მინისტრებად ნიშნავენ ტექნიკურ პერსონალს ტექნიკური პერსონალი არ შეიძლება იყოს მინისტრი, განსაკუთრებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში, მინისტრს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური კაპიტალი საზოგადოების მხარდაჭერა, რათა გაატაროს ქმედითი რეფორმები, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სფეროში  როგორიც არის ჯანდაცვის სისტემა. სტომატოლოგსა და ტექნიკოსს არ შეუძლია ამგვარი ცვლილებების გატარება ის იქნება უბრალოდ მორჩილი ვიღაცის სხვისი ნების,“- განაცხადა ბარამიძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დარწმუნებულია რომ სერგეენკოს გადაყენების მიზეზი მის საქმიანობას არ უკავშირდება. ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა პირადად მიიღო სერგეენკოს გადაყენების გადაწყვეტილება და მისი მორჩილი იქნება ჯანდაცვის მომავალი მინისტრიც. სამნიძე ამბობს, რომ ეს ტენდენცია ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა

ხათუნა სამნიძე-ის სურათის შედეგი

„კონკრეტული პროგრამული თუ პროფესიული ხარვეზების გამო არ ათავისუფლებენ ადამიანებს, ეს კარგად გამოჩნდა ყველა იმს აკადრო ცვლილების შემდეგ რაც აქამდე გვინახავს.

რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, ეს ცნობილია ყველასთვის, რომ ივანიშვილი პირადად იღებს ამ გადაწყვეტილებებს და მისი პირადი გარემოცვიდან იქნება ყველა ის ადამიანი ვისაც ის ნდობას გამოუცხადებს, ეს სახიფათოა ამ ქვეყნისთვის,“-ამბობს სამნიძე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები