21 ოქტომბერი 2019,   22:59
ვრცლად
მაჟორიტარები ინდიელების პატარა ბელადუკები არიან - ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

რატომ არის აუცილებელი მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2020 წლის არჩევნებისთვის - ოპოზიციამ საკუთარი არგუმენტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნების“ გამოკლებით, თანხმდება, რომ მაჟორიტარული სისტემა გასაუქმებელია.

იმავე აზრს იზიარებს საქართველოს 300 000-ზე მეტი მოქალაქეც, რომელმაც თავისი ხელმოწერით უკვე მოითხოვა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება. თუმცა  საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს სტატუსკვოს დათმობას. ოპოზიციის წარმომადგენლები კი მაჟორიტარებს განგრენას უწოდებენ.

დაკავშირებული სურათი

„არაფერი კორუფციის, ნეპოტიზმის, თავისი ბიზნესის ინტერესების დაცვის გარდა, ამ პარლამენტში არ ხდება დღეს. ეს უპირველეს ყოვლისა, არის იმიტომ, რომ მაჟორიტარები არიან აბსოლუტური განგრენა. ისინი არიან ინდიელების პატარა ბელადუკები, რომელთაც აქვთ ფული, სხვა მათგან არავითარი აზრი არ არის. ერთი მაჩვენეთ მაგათგან შემოტანილი რამე კანონპროექტი. ფართხალს იწყებენ ხოლმე, როცა რაღაც იცვლება საგადასახადო სისტემაში და რაც შეიძლება მათ ბიზნესებს შეეხოთ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის წევრები მოითხოვენ, რომ ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს

გიგი უგულავა-ის სურათის შედეგი

„ჩვენ არ ვაპირებთ, ვაცალოთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს, მოჰპაროს მომდევნო 4 წელიწადი იმიტომ, ის, რასაც ითხოვს, რასაც გეგმავს, არის ჩვეულებრივი დღისით, მზისით ქურდობა, ქურდობა ქართული სახელმწიფოს ხარჯზე და ქართველი ხალხის ზურგს უკან,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.

ოპოზიციის თქმით, მაჟორიტარული სისტემა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას იძლევა, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არ დაუშვებენ.

 

ბაჩუკი ქარდავა-ის სურათის შედეგი

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს. თუ მისი მთავარ მოკავშირედ კვლავ რჩება მაჟორიტარული სისტემა, გარდა იმისა, რომ დემოკრატიისთვის და სამართლიანი არჩევნებისთვის უკეთესია, პროპორციული სისტემა, ჩვენ უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ პროპორციული სისტემით ქვეყანაში ჩატარდეს 2020-ის არჩევნები,“ - განაცხადა „საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის და არ უნდა გაიგოს არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობა. თუმცა ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ, სანამ საარჩევნო სისტემა პროპორციული არ გახდება.

დავით უსუფაშვილი-ის სურათის შედეგი

„ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, როდესაც „ქართლმა ოცნებამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც ეწერა, რომ 2016 წლის შემდეგ ყოველი არჩევნები ჩატარდება პროპორციული გზით,  მაშინ „ნაცმოძრაობა“ ტაქტიკური მოსაზრებების გამო, ამას არ დათანხმდა. მაგრა დღეს თანახმაა. „ოცნებამ“ თუ არ იცის, მინდა შევახსენო, რომ აი, ახლა, დღეს ყველა თანახმაა, რომ 2020-ში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები,“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას მახინჯს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

მამუკა კაციტაძე-ის სურათის შედეგი„ქართული ოცნება“ და პირადად ბატონი კობახიძე ჩვენ გვეუბნებოდა, რომ პროპორციული სისტემა იყოს, ოღონდ გაუნაწილებელი მანდატები, ბონუსი, დაახლოებით, 20-30 მანდატი, წაიღოს მთლიანად პირველ ადგილზე გასულმაო. როგორ მომპარავ მანდატს, რა მნიშვნელობა აქვს, მაჟორიტარულად მომპარავ თუ ბონუსურად, რა აზრი აქვს, დიახ, ჩვენ ასეთ განაწილებაზე ვუთხარით უარი, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები ამ შემთხევაში,“ - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.

დღის ამბები