21 ოქტომბერი 2019,   22:57
ვრცლად
ოპოზიციის მოთხოვნა ლეგიტიმურია - იტალიის ელჩი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე

20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენდიპკორპუსმა ხელისუფლების ოპონენტებისგან მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციას მოისმინა. მათ ის 300 ათასზე მეტი ხელმოწერაც ნახეს, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქეებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურთ. ელჩები ამბობენ, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს.

„საარჩევნო სისტემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ყველა ქვეყანას აქვს, სუვერენული უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს, რომელი სისტემა აირჩიოს. რეფორმა ითვალისწინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. მთავარი კითხვაა, როდის მოხდება ეს. შესაბამისად, ოპოზიციის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. მათ პოზიციას მხარს უჭერს 300 ათასზე მეტი ადამიანი და ეს ფაქტორი იმსახურებს ყურადღებას. შესაბამისად, ამ თემაზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს პოლიტიკური დისკუსია,“ - განაცხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი საარჩევნო სისტემაა ქვეყნისთვის უკეთესი.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ხელმოწერების შესახებ და ახლა საჭირო პროცედურები უკვე პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. გადაწყვეტილება, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანაში, პარლამენტმა უნდა მიიღოს,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები