24 ივლისი 2019,   07:29
ვრცლად
აფეთქება ქუთაისში - 17 წლის მოზარდი ქუთაისში კლინიკაში რჩება, 10 წლის ბავშვი კი თერმული დამწვრობით თბილისში გადმოიყვანეს 

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 17 წლის ბიჭი ქუთაისში, საავადმყოფოში რჩება. ექიმის თქმით, მას თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი კი თერმული დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს.

თავდაპირველად ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, შემთხვევის შედეგად ოთხი დაშავებული იყო მოთავსებული. 

"დილით კლინიკაში შემოვიდა ოთხი პაციენტი. აქედან ორის მდგომარეობა იყო მსუბუქი და მათ ექიმის დაკვირვების შემდეგ კლინიკა დატოვეს. ამ ეტაპზე კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება ერთი მოზარდი. მას ტვინის შერყევა აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დაშავებულ ბავშვს თერმული, დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს," - განაცხადა მაია რუხაძემ.

ერთ-ერთი ვერსიით, ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი მიზანმიმართულად გააჩინეს, რასაც აფეთქება მოჰყვა. ექიმი კითხვაზე - იმყოფება თუ არა დაშავებულებს შორის მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ ხანძარი გააჩინა, ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.  ამ ეტაპზე გამოკითხვაზე იმყოფებიან ბინის მცხოვრებლები.

 

დღის ამბები