23 ივლისი 2019,   01:56
ვრცლად
ორგანიზატორებმა Echowaves-ის ფესტივალში მონაწილე არტისტების ვინაობა მედიას გააცნეს

Echowaves-ის ფესტივალის ორგანიზატორებმა ფაბრიკაში პრესკონფერნეცია გამართეს.  შეხვედრაზე  მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა ბრანე კოსტადინოვმა მედიის წარმომადგენლებს ფესტივალში მონაწილე არტისტების ვინაობა გააცნო და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

ფესტივალი 22 დან 25 აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

„უკვე დაიწყო მზადება ფესტივალისთვის. ცნობილია მონაწილეთა სიაც. დადასტურებულია, რომ ჩამოვლენ შესანიშნავი დიჯეები ნინა კრავიცი, ბენ კლოკი, რედ ექსესი და სხვებიც. ჩვენს სოციალურ ქსელებში შეუძლიათ, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გაეცნონ განახლებულ ინფორმაციას. მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს. რაც დღეს გვინდა, არის ის, რომ ანაკლიაში ბევრი სტუმარი შემოგვიერთდეს და კარგი დრო გაატაროს ჩვენთან ერთად,” - განაცხადა კოსტადინოვმა.

დღის ამბები