20 ივლისი 2019,   08:04
ვრცლად
ინვესტორების მოზიდვის საკითხი - არასამთავრობოები ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე საუბრობენ

ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და ინვესტორების მოზიდვის საკითხი - თბილისში  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით მასშტაბური დისკუსია შედგა. ფორუმი დღეს გაიხსნა და მისი ორგანიზატორი ადგილობრივი სამოქალაქო სექტორია.

არასამთავრობოები ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათი  შეფასებით, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვადასხვა რეგულაცია ინვესტორებს აფრთხობს.

„ფორუმი ხელს უწყობს ამ წარმომადგენლების, რა თქმა უნდა, შეკრებას იმისთვის, რომ დაისახოს ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებები და შემდგომ კონკრეტული გეგმების დასახვით, რა თქმა უნდა, ხელი შეეწყოს, როგორც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ისე შესაბამისად, ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას,“ -  განაცხადა IDF -ის წარმომადგენელმა დავით დოლიძემ.

 

დღის ამბები