21 ოქტომბერი 2019,   23:04
ვრცლად
შოთაძის წასვლა იყო ბლეფი, გააგრძელებს თავის ხალხთან ერთად პროკურატურის მართვას - ხატიაშვილი

შოთაძის წასვლა ბლეფი იყო - ასე ეხმაურება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი არსებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შალვა თადუმაძეს ირაკლი შოთაძის კადრი ბაკურ აბულაძე შეცვლის.

მისი თქმით, ივანიშვილი ყველა სახელმწიფო უწყებას და მათ შორის პროკურატურას ხელში იგდებს. ხატიაშვილი ამბობს, რომ ცვლილება გენერალურ პროკურატურაში არაფერს შეცვლის და ის იმავე "ჭაობში" დარჩება, რომელშიც არის. 

„ივანიშვილი გადავიდა - მე მახსენდება ჩაუშესკუს რეჟიმის ბოლო წლები. მთლიანად აკომპლექტებს ყველა მისთვის საჭირო სამინიტროს და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას, პროკურატურას თავისი ხალხით.

შოთაძის გაშვება ბლეფი იყო და ისევ შოთაძე დააბრუნა, როცა ეს ჩაწყნარდა. ხომ ხედავთ სარალიძე დაწყნარდა და ისევ ბრუნდება შოთაძის კადრები. შოთაძე არსად წასულა, შოთაძე გააგრძელებს თავის ხალხთან ერთად პროკურატურის მართვას და რა ჭაობშიც იყო პროკურატურა იმ ჭაობში დარჩა,“ - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი გენერალური პროკურორის თანამდებობას მოსამართლის მანტიაში ცვლის. შალვა თადუმაძე პოსტს ტოვებს, თუმცა მთავარი საგამოძიებო უწყება ისევ ბიძინა ივანიშვილის და ფარცხალაძე-შოთაძის პირადი კონტროლის ქვეშ რჩება.

სავარაუდოდ, შალვა თადუმაძეს ბაკურ აბულაძე შეცვლის, რომელიც ირაკლი შოთაძის პირადი კადრი და პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსია.

ამავე თემაზე
დღის ამბები