20 ივლისი 2019,   08:03
ვრცლად
ცრუ განგაში ჰავაის აეროპორტში - ტერიტორიიდან ათასობით მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა

ჰავაის აეროპორტში ცრუ განგაშის გამო ათასობით მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. პანიკის მიზეზი ლეპტოპი გახდა, რომელიც ერთ-ერთი მგზავრის ჩანთაში გადახურდა და სროლის მსგავსი ხმები გამოსცა. მგზავრებს თავდასხმა ეგონათ, რასაც პანიკა მოყვა. პოლიციელებმა ყველა ჩანთა შეამოწმეს და მომხდარის მიზეზიც გაარკვიეს.

ამ დროისთვის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

დღის ამბები