16 დეკემბერი 2019,   04:14
ვრცლად
ავლაბრის სასახლე, სადაც რუსი დეპუტატი სიტყვით გამოდიოდა უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ცერემონიების სასახლე, სადაც მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეა რუსი დეპუტატების მონაწილეობით მიმდინარეობს - უკრაინის ელჩმა დატოვა.

როგორც იგორ დოლგოვმა განაცხადა, მისთვის მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა. დოლგოვმა ფორუმი დროებით დატოვა, მისთვის მიუღებელი სერგეი გავრილოვის გამოსვლა აღმოჩნდა.

უკრაინელი დიპლომატი ამბობს, რომ რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ოკუპანტები არიან, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის, მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა მიეცეთ.

"არ მინდა მოვუსმინო რუსეთის ფედერაციას, გავრილოვს. პარლამენტი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ ქვეყნებში. დღეს წარმოდგენილია აქ პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭერენ მართლმადიდებლურ პრინციპებს. მათ ეს ფორუმი აერთიანებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ქართველებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის. ეს არის ფუნდამენტური ელემენტი ეროვნულობის. ეს ის პერიოდია, როცა უკრაინის ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია. ჩვენ გვინდა ყველა მეზობელი, ყველა ქრისტიანი, ყველა მართლმადიდებელი. უნდა მივყვეთ ამ პრინციპებს -მშვიდობასა და თავისუფლებას","-აცხადებს უკრაინის ელჩი. 

დღის ამბები