23 ივლისი 2019,   01:56
ვრცლად
დარღვევებით აშენებული დედაქალაქი - მერია ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებზე ამნისტიას აცხადებს 

დარღვევებით აშენებული დედაქალაქი - თბილისის მერია ასაჯაროებს რიცხვებს და აცხადებს ამნისტიას. თბილისში კორპუსები რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, თუმცა მოსახლეობა იქ წლებია ცხოვრობს 600-ზე მეტია. 

ხშირ შემთხვევაში, მერია საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარს კონკრეტული დარღვევების გამო ამბობდა, თუმცა ახლა დათმობაზე წავიდა და ერთჯერადი ამნისტია კონკრეტული პირობით გამოაცხადა.

ერთადერთი, რაზეც მერია ამნისტიაზე უარს ამბობს, კორპუსის უსაფრთხოება და მისი ვიზუალური მხარეა. თუკი ეს ორი ნორმა დარღვეულია შენობის ექსპლუატაციაში მიღება ისევ შეუძლებელი იქნება.

ამნისტიის შესახებ კანონი 16 მაისამდე დასრულებულ კორპუსებს შეეხება. ოპოზიცია მერის ინიციატივას უნდობლობას უცხადეს. საკრებულოს უმცირესობაში დარწმუნებულები არიან, რომ კალაძის გადაწყვეტილება საკუთარ ბიზნესინტერესებს ემსახურება და საკანონმდებლო ცვლილება სამშენებლო ბაზარზე მონოპოლიას შექმნის, რომლითაც ისევ მერის გარემოცვა ისარგებლებს.

სამშენებლო ნორმების დარღვევით 600-ზე მეტი სახლია აშენებული, თუმცა ამინისტია რომელსაც მერია გამოაცხადებს, ყველას მაინც არ შეეხება. მშენებლობა, რომელსაც უხეში დარღვევები გამოუვლინდება ექსპლუატაციაში მიღებამდე მშენებელს მისი შესწორება მოუწევს, დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი კანონდამრღვევი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. კანონპროექტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნა.

დღის ამბები