16 დეკემბერი 2019,   04:20
ვრცლად
ინციდენტი უზნაძის ქუჩაზე - ვასაძის დაჯგუფების წევრებმა მოქალაქე აიძულეს, ლგბტ დროშა საკუთარი აივნიდან ჩამოეხსნა

ინციდენტი უზნაძის ქუჩაზე - ლევან ვასაძის დაჯგუფების წევრებმა ერთ-ერთი მოქალაქე აიძულეს, ლგბტ დროშა საკუთარი აივნიდან ჩამოეხსნა.

ერთ-ერთ მოქალაქეს სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ნიშნად საკუთარ სახლში დროშა ჰქონდა გამოფენილი, თუმცა მის სახლთან აქცია ლევან ვასაძის "ლეგიონის" წევრებმა მოაწყვეს. 

ადგილზე მივიდა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. 

დღის ამბები