23 ივლისი 2019,   01:53
ვრცლად
მასშტაბური მსხვერპლშეწირვა - მლეთაში ლომისობის დღესასწაული აღნიშნეს

ასობით ცხოველის დაკვლით დღეს მომლოცველებმა ლომისობის დღესასწაული აღნიშნეს. ადგილი, სადაც ცხვარს კლავენ, ამ დრომდე, სისხლითაა შეღებილი. 

დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში აღდგომიდან 7 კვირის შემდეგ მომლოცველები ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ფეხით ადიან. ეს ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. სჯერათ, რომ მსხვერპლშეწირვა აუცილებელია. 

მსხვერპლშეწირვის გამო, ამ ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათი ნაწილი ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებს და სალოცავად ასულები შესაწირავს ლომისას ტაძართან ტყეში უშვებენ.

ადგილობრივებისთვის ეს რიტუალი ლომისობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათთვის მიუღებელია მსხვერპლშეწირვის გაუქმება. ამ უძველეს ტრადიციას წინააღმდეგობას არც საქართველოს საპატრიარქო უწევს. ცხოველების უფლებების დამცველებმა სასულიერო პირებს ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ლომისობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია, რომლის აღსანიშნავად საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. მსხვერპლშეწირვის რიტუალის გამო კი აქ ყოველ წელს 2000 ათასზე მეტი ცხვარი იკვლება.

ამავე თემაზე
დღის ამბები