23 ივლისი 2019,   05:51
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტში 27 წლის გოგო დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა და ახალგაზრდას ტყვია შემთხვევით მოხვდა.

დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს და მას შესაბამისი გამოკვლევა უტარდება.

მკურნალი ექიმის თქმით, დაჭრილის  მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის უცნობია, დასჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები