24 ივლისი 2019,   07:27
ვრცლად
აქ ვდგავართ მანამ, სანამ გახარია არ გადადგება და დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ - აქციის მეშვიდე დღე რუსთაველზე

აქციის მეშვიდე დღე - დემონსტრანტები გეგმების შეცვლაზე უარს ამბობენ და პარლამენტის შენობის წინ საღამოს 7 საათზე კვლავ იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები ყველა მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. დემონსტრანტები პროტესტის მეექვსე დღეს ღამის პირველის ნახევრისთვის დაიშალნენ - მანამდე აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნეს შეტყობინება: წადი!!

"ჩვენი მშვიდობიანი დემონსტრაციის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია რის ის, რომ ყოველდღე პატარ-პატარა კრეატიულ აქტივობებს ვახვედრებთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ პროტესტს გამოხატავენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და გიორგი გახარიას მიმართ. აქ ვდგავართ მანამ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს და მეორე მოთხოვნა არ შესრულდება მეორე მოთხოვნა, რომელიც მდგომარეობს ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებაში,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რევაზ რუხაძე. 

დღის ამბები