23 ივლისი 2019,   05:50
ვრცლად
რუსეთის სათათბიროს წევრი საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბობოხიძის წინააღმდეგ მოკვლევის დაწყებას სთხოვს

რუსეთის სათათბიროს წევრი, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბობოხიძის წინააღმდეგ მოკვლევის დაწყებას სთხოვს. „ედინაია როსიას“ დეპუტატი, ნიკოლაი ზემცოვი ალექსანდრე ბასტრიკინისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ 20 ივნისს, როდესაც ქართველმა დეპუტატებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია პარლამენტში ჩაშალეს, ბობოხიძე მას მოკვლით დაემუქრა და უთხრა, რომ რუსებს აფხაზეთშიც კლავდა.

ზემცოვი მოუწოდებს ბასტრიკინს, ეს რეპლიკა აფხაზეთში ომის დროს რუსეთის მოქალაქეების მკვლელობის აღიარებად ჩათვალოს:

"გთხოვთ, ჩაატაროთ მოკვლევა აკაკი ბობოხიძის მიმართ, 1992-2019 წლებში, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან მისი კავშირის დასადგენად,"- ნათქვამია ზემცოვის წერილში.

დღის ამბები