20 ივლისი 2019,   14:54
ვრცლად
როდესაც აქციის დარბევის გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის! - ომბუდსმენი

„როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის! - ამის შესახებ სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ნინო ლომჯარიამ ეს განცხადება, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი შეუჩერა.

„მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის! ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რასაც, არსებული საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!“ - წერს ნინო ლომჯარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები