23 ივლისი 2019,   05:49
ვრცლად
მსვლელობა პარლამენტთან - პარალელური აქცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგს უერთდება

ამ წუთებში პარლამენტის უკან შესასვლელთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციისკენ მიემართებიან.  

აქციის მონაწილეებს ფართომასშტაბიან მიტინგზე შეერთების მოწოდებით ნიკა მელიამ მიმართა. რის შემდეგაც უკვე მსვლელობა დაიწყო. 

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მას ასეთი ემოციისთვის უღირდა საათ-ნახევარი სასესიო დარბაზში ყოფნა და იმ "სისულელეების მოსმენა", რაც იქ ხდებოდა.

მან თქვა რომ უსამართლობაა ის რასაც აბრალებენ თითქოს მას უნდოდა პარლამენტის შტურმით აღება. თუმცა დღევანდელი მოვლენებით პარლამენტი ნამდვილად იქნა აღებული.

დღის ამბები