10 დეკემბერი 2019,   04:42
ვრცლად
ივანიშვილის დავალება შესრულებულია - "ქართულმა ოცნებამ" ნიკა მელიას პოლიტიკური განაჩენი 10 საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოუტანა 

პირველად საქართველოს ისტორიაში მოქმედ დეპუტატს მისი დაპატიმრების მიზნით იმუნიტეტი შეუჩერდა. „ქართული ოცნების“ 91-მა წევრმა მხარი დაუჭირა პროკურატურის მოთხოვნას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხმამაღლა წაიკითხა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების გვარები, რომლებმაც ნიკა მელია მწვანე ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, სავარაუდოდ, ციხეში გაუშვეს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილს პარტიამ პოლიტიკური ერთგულება უჩვენა, თუმცა ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ერთმანეთის მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ. მათგან განსხვავებული იპო „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია.

სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. მელიასვე მოთხოვნით, ოპოზიციამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. ნიკა მელია დარბაზში ორსაათიან სხდომას მხოლოდ უსმენდა, განცხადება ერთხელ გააკეთა და "ქართულ ოცნებას" უთხრა, რომ ის ციხეშიც გამარჯვებული იქნება.

მელიასთვის დღეს პარლამენტის ბოლო სხდომა იყო. ხვალ პროკურატურა უკვე სასამართლოს მის დაპატიმრებას სთხოვს და, სავარაუდოდ, ხვალვე მას პატიმრობას შეუფარდებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები