21 ოქტომბერი 2019,   23:01
ვრცლად
რა თქმა უნდა იქნება რადიკალური აქციები - ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე საუბრობს

„გეგმა არის ერთი რომ  ბიძინა ივანიშვილის უნდა გავისტუმროთ ხელისუფლებიდან,“-ეს განცხადება, ზაალ უდუმაშვილმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთა. ენმ -ს წევრი აცხადებს, რომ ბრძოლა არ შეწყდება და გაგრძელდება იმ დრომდე სანამ ივანიშვილის ხელისუფლება რა დასრულდება.  

"დღევანდელი დღის შემდეგ, როდესაც მონების აღლუმი ნახა ქართულმა საზოგადოებამ, ეს პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება. რა თქმა უნდა იქნება პროტესტი, რა თქმა უნდა იქნება რადიკალური მოთხოვნები, რა თქმა უნდა იქნება რადიკალური აქციები და ყველაფერი ერთად აბსოლუტურად. რაც კი არსებობს პოლიტიკური  ბერკეტი ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება დროულად ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პერმანენტული აქციების მომხრეა ელენე ხოშტარიაც. „ევროპული საქართველოს“  წევრი აცხადებს, რომ დღეს ივანიშვილი ცდილობს გახლიჩოს საზოგადოება და დაარღვიოს იმ ერთიანობის მუხტი რომელიც აქციაზეა. ელენე ხოშტარიას თქმით, ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა ივანიშვილს არ უნდა მისცენ და უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა.

„"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ეს ძალიან ფართო პროტესტი,  საზოგადოებრივი პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ, მართლმსაჯულების არარსებობის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ნგრევის წინააღმდეგ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, ეს პროტესტი გადაიყვანოს მელიასთან , უგულავასთან, ოპოზიციასთან დაპირისპირებაში . მათშორის აქ გახლეჩა მოიტანოს იმიტომ რომ ვიღაცას მოსწონს მელია, ვიღაცას არა, ვიღაცას უგულავა მოსწონს, ვიღაცას არა, ეს გახლეჩვა უნდა და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს ეს ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს ლევან სამუშია. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აცხადებენ, რომ მან სამართლებრივად უნდა აგოს პასუხის 20 ივნისის დარბევის და დასახიჩრებული ადამიანების გამო.

„აქედან გახარია ვერ გამოძვრება გამორიცხულია , უნდა დადგეს  პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ამ ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ვინაიდან ჩვენ ვნახეთ ადამიანებზე ნადირობა. სად იყო შს მინისტრი რომელმაც ბრძანება გასცა დარბევის, რომ გამოეწვია ეს სპეცრაზმი. არა, ბოლომდე სისხლში ახშობდა. ეს იყო მთავარი მათთვის და დაშინება ხალხის,“-განაცხადა ლევან სამუშიამ

საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა პროცესებში - ეს არის თაკო ჩარკვიანის გეგმის ნაწილი. ის ამბობს, რომ ხელისუფლება რომელიც დღეს ქვეყანას მართავს არალეგიტიმურია.

„ახლა ჩვენი გეგმა არის ის რომ ავტეხოთ სრულიად საერთაშორისო განგაში. საქართველოში დააკავეს დეპუტატი, რომელიც ქართულ სახელმწიფოებას იცავდა. წლებია ვიძახი რომ საქართველოს გადაბარება მიმდინარეობს მეთქი . ეს საკანონმდებლო ორგანო უნდა გამოცხადდეს უკვე არალეგიტიმურად. ხელისუფლება აღარ არსებობს იმ დღიდან რაც მან ჩვენს შვილებს თავლები დათხარა,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები