16 ოქტომბერი 2019,   07:41
ვრცლად
შავი ლაქა ამ ხელისუფლების ისტორიაში უკვე ჩაწერილია - ფოფხაძის განცხადებით, პრემიერს საკუთარ სიტყვებზე პასუხიმგებლობის აღება მოუწევს

20 ივნისის ღამე დარჩება როგორც ხელისუფლების შავი ლაქა, ისტორიას ვერავინ გადაწერს - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე და ამბობს, რომ პრემიერის პარლამენტში მისვლის გადადებით, ეს შავი ლაქა არ ჩამოირეცხება.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ყველას ახსოვს მამუკა ბახტაძის განცხადება აქციის დაშლამდე 15 წუთით ადრე, სადაც პრემიერმა თქვა, რომ გაზი და რეზინის ტყვიები „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის.

ფოფხაძე ამბობს, რომ სხვა მწვავე კითხვებთან ერთად მამუკა ბახტაძეს მოუწევს მის სიტყვებზე პასუხი აგოს და რამდენი დღეც არ უნდა გადადოს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ეს კითხვები ისევ დარჩება. ფოფხაძის განცხადებით, ბახტაძე საკუთარ განცხადებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს.

„პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება, ბუნებრივია, ისტორიას ვერავინ გადაწერს, როგორც შავი ლაქა ამ ხელისუფლების ისტორიაში უკვე ჩაწერილია. რა დასაბუთებაც არ უნდა იყოს პრემიერის მხრიდან, რომ ამას ჰქონდა ობიექტური წინაპირობები, ის 15 წუთით ადრე დარბევამდე არწმუნებდა საზოგადოებას, რომ მსგავსი რამ არ არის "ქართული ოცნების" სტანდარტი, მთელი ღამის განმავლობაში კი ჩვენ დავინახეთ, რომ სტანდარტი არის ძალიან მძიმე პირდაპირ ძალადობაა საკუთარ ხალხზე და  როდის მოერევა საკუთარ თავს ჩამოყალიბდება და ამის ახსნას მისი საქმეა, მაგრამ ისტორია აღარ გადაიწერება,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ლევან გოგიჩაიშვილი კი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ აქვს ინსტიტუციების განცდა, რადგან მათ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი საკუთარი ჰგონია.

ამავე თემაზე
დღის ამბები