20 ივლისი 2019,   14:55
ვრცლად
ურჩი დეპუტატების საკითხს, რომლებმაც მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცეს უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ

ურჩი დეპუტატების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს. გარიცხავენ თუ არა პარტიიდან მარიამ ჯაშს, ალექსანდრე ერქვაიას, ბიძინა გეგიძეს და რომან კაკულიას, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ესენი ის დეპუტატები არიან ვინც გუშინ სესიაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.

თავად ის დეპუტატები, რომლებმაც გუნდის საერთო გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს ამბობენ, რომ ისინი არ ნანობენ საკუთარ საქციელს. მარიამ ჯაშის განცხადებით მან ვერ მოისმინა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ კენჭისყრაზე ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ მიეცა ხმა.

„დღეს არსებული რეგლამენტი არ გვავალდებულებს შინაარსობრივ განხილვებში შესვლას. პრაქტიკულად დღეს არსებული რეგლამენტი არის უფრო პროცედურული ხასიათის  ვიდრე შინაარსობრივი განხილვის რომელიც გაძლევს მტკიცებულებათა  განხილვის შესაძლებლობას . ამ მოცემულობით  მივიღე გადაწყვეტილება სწორედ და ჩავთვალე რომ არ იყო ჩემთვის პირადად საკმარისი მამტკიცებელი საფუძვლები, რომ მიმეღო ისეთი სენსიტიური გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა კოლეგისათვის იმუნიტეტის მოხსნას. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ის სტანდარტები რომელზეც გუშინ იყო საუბარი, ევროსაბჭოს მოთხოვნები, თავად სტანდარტი იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ არის ასამაღლებელი,“-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშის მსგავსად საკუთარ საქციელს არ ნანობს ბიძინა გეგიძეც. ის აცხადებს, რომ იმოქმედა პირადი დამოკიდებულების მიხედვით.

„აზრთა სხვადასხვაობა მე არ მიმაჩნია რეგრესად. ან რამე ისეთ განსაკუთრებულ ცუდ ფაქტორად. პოლიტიკოსს  უნდა ჰქონდეს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება როცა საჭიროდ  თვლის ამას. კარგი არის, უმრავლესობის შეხვედრაზე მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება. რას ველოდები ახლა ხო არ ვიმარჩიელებ,“-განაცხადა ბიძინა გეგიძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები