21 ოქტომბერი 2019,   23:01
ვრცლად
მოსამართლემ გაიგონა ხალხის და საზოგადოების ხმა, დარწმუნდა საქმის აბსურდულობაში - ნიკა მელიას ადვოკატი

ეს იყო გადაწყვეტილება, რასაც ვითხოვდით ჩვენ დაცვის მხარე - ეს განცხადება, ნიკა მელიას ინტერესების დამცველმა გააკეთა. 

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ნიკა მელიას 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო და მოსამართლემ მოქალაქეების შეხედულება გაითვალისწინა.  

„მე როგორც იურისტი, მინდა ვთქვა ერთი რამ, ის გადაწვეტილება, რაც მიიღო დღეს სასამართლომ არის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება, მე პოლიტიკურ განმარტებებს ვერ გავაკეთებ, ეს იყო გადაწყვეტილება, რასაც ვითხოვდით ჩვენ დაცვის მხარე. ერთადერთი, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლემ გაიგონა ხალხის და საზოგადოების ხმა, დარწმუნდა იმ საქმის აბსურდულობაში, ასევე შექმნილ სიტუაციაში“ - აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.

უფლებადამცველი ამბობს, რომ საბოლოოდ, ნიკა მელიასთვის გამამართლებელ განაჩენს ელოდება. 

"91-მა დეპუტატმა ჩაატარა გუშინ წინასასამართლო პროცესი და პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ნიკანორ მელიას და დღეს ერთმა მოსამართლემ, ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვა,"-აცხადებს უფლებადამცველი.  

მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

დღის ამბები