21 ოქტომბერი 2019,   23:04
ვრცლად
გარკვეულ ქცევის წესებს დაექვემდებარება, რაც შინა პატიმრობის ტოლფასია - ვოლსკი მელიაზე 

ნიკა მელიას საქმეზე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება. ვოლსკი  ყურადღებას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ამახვილებს. მმართველი გუნდის დეპუტატის დეპუტატის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებები, ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური პროცესის წარმოების შესახებ. 

„ჩვენ პროკურატურას მივეცით უფლება, მიემართა სასამართლოსთვის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. სასამართლოს ვერ ჩაანაცვლებს პარლამენტი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი, რომ ის ციხეში იჯდეს და გარკვეული ქცევის წესების შეთანხმების შემდეგ, გირაოდ გადახდის შემდეგ, ის არ გადის პასუხისმგებლობიდან, რჩება არა საპატიმროში, არამედ გარკვეულ ქცევის წესებს დაექვემდებარება, რაც შინა პატიმრობის ტოლფასია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკი.

საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ ოპოზიციის წევრის მიმართ დამატებითი ვალდებულებები გამოიყენეს. მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.

ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული. 

დღის ამბები