29 მაისი 2020,   05:09
ვრცლად
სპეცრაზმელებმა მაგრად დამიმუშავეს ფერდები, ჩამიტეხეს ნეკნები - "კურიერმა" ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

37 წლის მამაკაცის ვინაობა „კურიერმა“ გაარკვია, რომელსაც რუსთაველზე სისხლიან ღამეს პოლიციელმა დამცირების მიზნით აგინებდა და პანჩური ამოარტყა. რუსთაველის გამზირზე, ჩართული ტელეფონით მიმავალ 37 წლის იურისტს, დავით ნიორაძეს თავს სპეცრაზმელები მხოლოდ, იმიტომ დაესხნენ, რომ სისხლიან ღამეს კამერით იღებდა. დაკავებისთანავე ცემა და გინება დაუწყეს. ცემის შემდეგ დავით ნიორაძე დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ამის შემდეგ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი სისხლიან ღამეს დავით ნიორაძე რამდენჯერმე კიდევ გახდა, მანქანაში ჩასმამდე ახალგაზრდა იურისტს თავისა და სახის არეში სპეცრაზმელმა მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ცემას დანარჩენი პოლიციელები მშვიდად უყურებდა და არავის უცდია, აგრესიული სპეცრაზმელის შეჩერება.

ამ დროს სპეცრაზმელებმა დავით ნიორაძეს ტელეფონი დაუმტვრიეს, ეკრანიც გაითიშა, სამართალდამცველებს ეგონათ, ვიდეოკამერა აღარ იწერდა, არადა ამ დროს იურისტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მტკიცებულებებს აგროვებდა.

„რომ დამაკავა, შემიყვანეს თავის ალყაში, დამაწვინეს ძირს და მაგრად დამიმუშავეს ფერდები, ჩამიტეხეს მარჯვენა მხარეს მეთერთმეტე ნეკნი,“ - იხსენებს დავით ნიორაძე.

ჩანაწერიდან დგინდება, რომ აქციის ნეკნებჩამტვრეული მონაწილე, რომელსაც სახიდან სისხლდენა ჰქონდა, ექიმის მისვლას უშედეგოდ ითხოვდა.

კოშმარული ღამის გახსენაბა დავით ნიორაძეს უჭირს. „კურიერთან“ ინტერვიუში ნიორაძე ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან 15 დღის შემდეგ ისევ არ იცის, რატომ გახდა პოლიციელების წამების მსხვერპლი.

მიუხედავად იმისა, რომ დავით ნიორაძემ პოლიციელების მხრიდან მის ცემის ფაქტების გადაღება მობილური ტელეფონით მოახერხა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ნიორაძე ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ნიორაძის საქმე ერთ-ერთი იქნება პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღდეგ. აქ სისტემური დანაშაული პირდაპირ იკვეთება, იურისტების შეფასებით, ნიორაძის და სხვა დაზარალებულების ჩვენებებით დგინდება, რომ სპეცრაზმის მიზანი არა აქციის დაშლა, არამედ აქციის მონაწილეების დასჯა იყო.

პოლიციის მაღალჩინოსნები პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ და ამობენ, რომ სპეცრაზმელებს დარბევის დაწყება ბრძანების გარეშეც შეეძლოთ და ამის უფლებას კანონი აძლევთ. შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ადასტურებს, რომ სპეცრაზმმა არაპროპორციული ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ საკუთარი გადაწყვტილებით გამოიყენა. მეზვრიშვილი ვერც მინიტრის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობას ხედავს.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ სახეზეა ორმაგი სტანდარტი, გახარიაც იმავე მუხლით უნდა გასამართლდეს, რა მუხლითაც ახლა სასჯელს ვანო მერაბიშვილი იხდის.

 

დღის ამბები