28 მაისი 2020,   03:17
ვრცლად
ივანიშვილო, ეს ქვეყანა შენი არ არის - ხატია დეკანოიძე

ივანიშვილო, ეს ქვეყანა შენი არ არის - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა. 

აქციის მონაწილეები 20 ივნისის ღამეზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

„როდესაც წავალთ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ, ყველამ ერთად უნდა გავაგონოთ ბიძინას ხმა, ივანიშვილო, ეს ქვეყანა შენი არ არის, ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენი მოსახლეობა არასდროს დანებდება მტრის რიტორიკას. ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენი სამშობლო ყველასთვის ჩვენი სამშობლოა და ამიტომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები