29 მაისი 2020,   05:42
ვრცლად
ადამიანებმა დაკარგეს თვალები, შეელახათ ღირსება, შიმშილობენ და ჩვენ როგორ დავიღლებით - ელენე ხოშტარია

„ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ მშვიდობიანად - ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.

აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მშვიდობიან მსვლელობას აწყობენ, მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, გადადგეს 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი.

„ამ აქციებმა დაანახა მსოფლიოს, რომ საქართველო არ ეგუება ძალადობას და საქართველო არ ეგუება ოკუპაციას. ვიღაცას აქვს იმედი, რომ ჩვენ დავიღლებით. ადამიანებმა დაკარგეს თვალები, შეელახათ ღირსება, ადამიანები შიმშილობენ და ჩვენ როგორ დავიღლებით. დაიღლება „ქართული ოცნება“, როდესაც დაინახავს ჩვენს სიმტკიცეს, პრინციპულობას და სიმშვიდეს და სწორედ ამით დავამარცხებთ მას ძალიან მალე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

დღის ამბები