26 მაისი 2020,   10:14
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე მომიტინგეს პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხივე მომიტინგეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

დღის ამბები