01 ივნისი 2020,   06:58
ვრცლად
თავისუფლების მარში - აქციის მონაწილეები ივანიშვილის სასახლისკენ მიემართებიან

თავისუფლების მარშის მონაწილეები ამ წუთებში ამაღლების ქუჩაზე შინაგან საქმეთა მინისტრის სახლთან იმყოფებიან. აქტივისტები შს მინისტრის სახლთან გაჩერებას არ აპირებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის არ იღებს პასუხისმგებლობას 20 ივნისის სისხლიან ღამეზე.

მშვიდობიანი მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართება. მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები სწორედ ის არის. ამიტომ სამოქალაქო აქტივისტები სწორედ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, რომ გადააყენოს გიორგი გახარია.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები