26 მაისი 2020,   09:49
ვრცლად
ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს

აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან - მომიტინგეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს.

ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობა რამდენიმე საათის წინ პარლამენტის შენობიდან დაიწყო. აქციის მე-17 დღეს მომიტინგეები კიდევ ერთხელ მივიდნენ "ოცნების" ლიდერის ბიზნესცენტრთან.

ისინი ხმაურით ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეახსენონ, რომ ხელისუფლება საქართველოს უნდა ემსახურებოდეს და არა კრემლის დაკვეთას.

"ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომელი ქვეყნის შვილები არიან. ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ სანამ გახარია არ წავა, ჩვენ ვიდგებით საქართველოს სადარაჯოზე, ყოველ დღე. რუსთაველი გახდება ჩვენი ადგილი, ახალი ეროვნული მოძრაობის," - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილმა კიდევ ერთხელ გაახმაურა აქციის მთავარი მოთხოვნა, რომ გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები