04 ივნისი 2020,   09:08
ვრცლად
ჯოხი მხოლოდ პოლიციელებზე არ უნდა გადატყდეს - არასამთავრობოები 20 ივნისის მოვლენების გამოძიებას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან იმყოფება და თავისუფლების მარშს უერთდება. მესამე სექტორი გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას და 20 ივნისის სისხლიანი ღამის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. 

„ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო იყოს ევროპული ტიპის დემოკრატია, რომელიც შედგება სამართლიანი საარჩევნო სისტემისგან და პასუხისმგებლიანი თანამდებობის პირებისგან. თუ თანამდებობის პირებმა შეცდომა დაუშვეს, ისინი უნდა წავიდნენ, ასეთ ქვეყანაში გვინდა ჩვენ ცხოვრება“, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

მესამე სექტორი რუსულ პროპაგანდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა მიმდინარეობს.

„საზოგადოება ვერ იქნება გულგრილი რუსული გავლენების გაძლიერების მიმართ. ჩვენი ქვეყანა ისედაც არის რუსული პროპაგანდის თავდასხმის სამიზნე და ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება ასევე იყენებს რუსულ პროპაგანდას და ახალგაზრდები არიან ამ პროპაგანდის მსხვერპლნი. რუსული პროპაგანდის მიზანია საზოგადოების თვალში აქტივისტების დისკრედიტაცია მოხდეს“, - განაცხადა :სამართლიანი არჩევნების" დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

აქციის მე-17 დღეს მოსახლეობის მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებული თანამდებობდიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები