04 ივნისი 2020,   08:35
ვრცლად
დაშინებით და ბოდვითი ისტორიებით არიან დაკავებულები, რომ ხალხს საკენკი დაუყარონ - ბარამიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს

მოწმის სტატუსით გამოკითხული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე მაგისტრ მოსამართლესთან გამართულ პროცესს იხსენებს.

ბარამიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სხვას გადააბრალოს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამომძიებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 20-21 ივნისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ბარამიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსახლეობის ყურადღება სხვა საკითხებზე გადაატანინოს და რეალურ პრობლემებზე აქცენტი არ გააკეთოს.

„ეს ბოდვები სხვადასხვა სახის ადრეც გვაქვს მოსმენილი, რომ საბურავებს როგორ ვაგროვებდით, ერთი საბურავი მაინც წამოადგინონ ამ წლების განმავლობაში, ზრდილობის გულისთვის. ყოველი შს მინისტრი ამ ბოდვით იყო დაკავებული, რომ ქვეყანა გადაარჩინეს, ისევე როგორც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სამშობლო გადაარჩინეს, რომ პატრიარქს წამლავდნენ, სულ ამ დაშინებით და ბოდვითი ისტორიებით არიან დაკავებულები, რომ ხალხს ეს საკენკი დაუყარონ და არ მოაგვარონ ის, რაც მათ დაპირდნენ,“ - განაცხადა ბარამიძემ.

გარდა გია ბარამიძისა, ჯგუფური ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე შსს-მ დაიბარა ასევე ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

დღის ამბები