26 მაისი 2020,   09:33
ვრცლად
ასეთი განრისხებული და ღირსებაშელახული საქართველოს მოქალაქე არ მახსოვს - გრიგოლ ვაშაძე

20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე „არჩევანის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, სისხლიან ღამემდე ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატები არ შემოეშვა.

ვაშაძე იხსენებს, რომ ის გავრილოვის პარლამენტში ვიზიტის დროს ცდილობდა, რომ შესულიყო საკანონმდებლო ორგანოში და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დალაპარაკებოდა.

„ასეთი განრისხებული და ღირსებაშელახული საქართველოს მოქალაქე, მე პირადად, არ მახსოვს. დღესაც გავიგეთ, რომ 28 წელიწადია, დავდივართ მოჯადოებულ წრეზე. ხელისუფლება ვერ ხვდება, როდესაც ხელისუფლებას უპირისპირდება ოპოზიციური სპექტრი და პარტიები კი არა, რომელიც საზოგადოების ნაწილია, უპირისპირდება საქართველოს მოქალაქე. განწირულია ყველა ხელისუფლება ამ სიტუაციაში დამარცხებისკენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები