04 ივნისი 2020,   08:58
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება ჩვენი დასჯით ცდილობს, გამოასწოროს თავის პატრონთან ჩადენილი დანაშაული - აკაკი ბობოხიძე

საქართველოს ხელისუფლება დღეს ცდილობს, ჩვენი დასჯით გამოასწოროს მათ მიერ თავიანთ პატრონებთან, რუსეთის ხელისუფლებასთან, ჩადენილი დანაშაული - აკაკი ბობოხიძე "არჩევანში" სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, სწორედ საქართველოს მთავრობამ დაგეგმა ასამბლეის სხდომა და სერგეი გავრილოვის ვიზიტი. 

"ოკუპანტი დაგვისვა პარლამენტში და ამით ქართველებს მოგვაყენა შეურაცხყოფა. რუსული მხარე მბობს, რომ მმართლმადიდებლური ასამბლეა ქართული მხარის ინიციატივით ჩატარდა, რატომ აიღეს ინიციატივა? საქართველოს მთავრობამ მოახერხა ის, რომ საქართველო რუსეთთან პირველად არ აღმოჩნდა მართალ მდგომარეობაში. ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია გავრილოვი და მმართლმადიდებლობა ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული იარაღია მათ ხელში. მართლმადიდებლობის სახელით მოდის კომუნისტი? ეს ხომ აბსურდია? ეს იდეოლოგიური იარაღია მათ ხელში“, - აცხადებს აკაკი ბობოხიძე,

ბობოხიძის განცხადებით, გავრილოვი საქართველოს რუსეთის ნაწილად აღიქვამს, ეს კი, ფაქტობრივად, ოკუპაციის სრული აღიარებაა.

დღის ამბები